|
2021-08-02 17:46:20, 617 ნახვა
საზოგადოება
IRI-ის კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 45% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო“ 2021 წლის წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, როგორც კი უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აიცრებით თუ არა, გამოკითხულთა 45% აცხადებს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. ეს მაჩვენებელი 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრდილი. აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ავიცრები, როგორც კი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდება - 18% ავიცრები, გარკვეული პერიოდის შემდეგ - 19% ავიცრები, კანონის ან დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში - 7% არ ავიცრები - 45% უკვე ვაქცინირებული ვარ - 5% სხვა - არ ვიცი/ პასუხი არ არის - 7% ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)