07:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:14:53, 364 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ძირითადად ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული

"რეფორმების შედეგად, 2012 წლიდან, დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები. ამ დროისთვის, ძირითადად ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

"სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, 2016 წლიდან, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ფუნქციონირება დაიწყო სამედიცინო პუნქტებმა. 2020 წელს ზაჰესში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების შენობა. საანგარიშო პერიოდის დასრულებისთვის, საქართველოში მოქმედ დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორში სრულად განახლდება ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის დროს ასევე ისაუბრა მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების შესახებ.

"2014 წელს შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი. აშენდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, რომელიც სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
2018 წელს დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში შევიდა თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრი.
მომავალში, მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება მიგრანტებისათვის განკუთვნილი დროებითი მოთავსების სივრცეების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics