07:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 14:34:32, 355 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური -მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. 
პრეზენტაციაზე ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2024 წლისთვის სრულად ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები, 2025 წელს დასრულდება კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი  2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას.

"რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და საპოლიციო თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოების მიზნით, მიმდინარეობს და 2025 წელს დასრულდება კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია  საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების სრული გამიჯვნა ტერიტორიულ ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებში.
გრძელვადიან ჭრილში კი, გამიჯნული ფუნქციების შესაბამისად, მოხდება  საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება, რაც შედეგად მოგვცემს გამოძიების სრული ციკლის გაუმჯობესებას და დანაშაულის შემცირებას, ისევე,  როგორც მასზე რეაგირების ღონისძიებების ხარისხის ზრდას.
2024 წლისთვის სრულად ამოქმედდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომლებითაც მკაფიოდ გაიმიჯნება გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა  დანაშაულის პრევენციასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მოდელი - მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი.  შემუშავებული და დამტკიცებულია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგია  და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის  განვითარება.
ამ ეტაპზე, თბილისის 3 რაიონში 279 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობს. გეგმის მიხედვით,  მართლწესრიგის ოფიცრის  ინსტიტუტი 2023 წელს მოიცავს თბილისსა და მსხვილ ქალაქებს, ხოლო 2030 წლისთვის - მთელ ქვეყანას", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics