08:17 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-31 17:18:03, 762 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძარებს ებრძვიან, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდნიმე ხანძრის კერაა,რომლის  ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.- ამის შესახებ ინფრომაციას თურქული მედია ავრცელებს, მათი ცნობით  ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

ხანძრის ყველაზე მეტი კერა  ანტალიის და ადანას პროვინციებშია.

CNN Turk-ის მონაცემებით, თურქეთის სამხრეთით 30-მდე პროვინციაში გაჩენილი ხანძრების სულ 100-მდე კერადან, 88-ის ჩაქრობა მოხერხდა, ხოლო დაახლოებით 10 კერა აქტიური რჩება. აქედან მიდის 10 რაიონში, ტყის ხანძრის ერთი კერაა ადანის პროვინციაში, 3 - ანტალიაში, 3 - მერსინში, 2 მუღლაში და 1 ოსმანიეში. მოვლენებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა მისი განცხადებით  ანტალიის, მუღლას, მერსინის, ადანასა და ოსმანიეს პროვინციები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ერდოღანმა მანამდე ყველას მოუწოდა ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე გამოძიების შედეგებს დაელოდონ. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება.

“ჩვენ გამოვაცხადეთ ტყის ხანძრებით დაზარალებული ჩვენი რეგიონები, "კატასტროფის ადგილებად, რომლებიც გავლენას ახდენენ ზოგად ცხოვრებაზე". ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ერის ჭრილობების განკურნების, დანაკარგების ანაზღაურებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად",- წერს ერდოღანი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics