07:44 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-31 12:14:16, 727 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში 48 მოსასვენებელ სივრცეში ინფრასტრუქტურა განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 48 მოსასვენებელ სივრცეში საპარკე ინვენტარი განაახლა. - ამის შესახებ, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

განახლდა სკამები, ურნები, საბავშვო მოედნები, დაიგო დეკორატიული ფილები და მოეწყო უსაფრთხოების მოაჯირები.

სამუშაოების ფარგლებში, 23 მისამართზე 158 ერთეული სკამი განთავსდა, 18 მისამართზე 99 ურნა დაიდგა. დეკორატიული ფილები 9 მისამართზე, 1 042 კვ.მ ფართობზე დაიგო. ამასთან, 40 მისამართზე განახლდა დაზიანებული საბავშვო მოედნები, ხოლო, 3 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 275 370 ლარი გამოიყო. დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics