|
2021-07-28 16:11:33, 732 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსი საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეხვდა
„ საქართველო მყარად მიჰყვება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიმავალ გზას“ - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა. რიკ დემსმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაჩქარებლად საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივეე თქმით , რიკ დემსსა და რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. გარდა ევროპინტეგრაციის პერსპექტივისა მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცააა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. „რატი ბრეგაძემ რიკ დემსს იუსტიციის სამინისტროს სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტებიც გააცნო. მათ შორის საუბარი შეეხო იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის აქტიური ჩართულობით გეგმავს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმები პოზიტიურად შეაფასა. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს იუსტიციის სამინისტროში, „სოხუმი“ უმასპინძლა.“ - ნათქვამნია განცხადებაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)