08:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 12:35:12, 788 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ბანერებზე - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს, მსგავს შემთხვევებზე გვექნება რეაგირება

თბილისის ქუჩები და მისი შენობანაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს, ამდენად ქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა 
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას ეხება თბილისის მერიას რეაგირება ექნება.

,,თბილისის ქუჩები და მისი შენობა-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, იმიჯს. ამდენად, იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის  თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უმარავი საშუალება და ფორმა. ეს არის თემა, რომელსაც 2012 წელს ჩვენ ყველამ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ დაუშვებელია კანონისა და წესების სრული უგულვებელყოფა. დაუშვებელია ქუჩებსა და შენობეზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება ან შევღებოთ, ან საღებავი შევასხათ და წარწერები გავაკეთოთ. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა ქალაქის იერსახის დამახინჯება არ დავუშვათ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, ან თუ რომელიმე  საზოგადოებრივ ჯგუფს წარმოადგენს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაზე გვექნება რეაგირება.'' -  განაცხადა კალაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics