08:47 - 14 May, 2026
|
2021-07-28 11:11:42, 768 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქუჩებში საველე ჰოსპიტლები მოეწყოს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლების მოწყობა. „არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეწყდა გეგმიური ოპერაციები და კლინიკებში პედიატრიული საწოლები დაემატა. „გეგმიური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება მეორე ტალღის პერიოდშიც გამოვეცით, რადგან მნიშვნელოვანია ამ დროს, საწოლფონდი იყოს მობილიზებული პანდემიაში ჩასართავად. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა“, - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)