08:46 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 20:09:56, 929 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან აჭარაში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კლინიკის გარეთაც არის შესაძლებელი

აჭარაში სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას კლინიკის გარეთ პირველად განახორციელებენ. დღეს ბათუმის ორ მოლში - ,,ბათუმი მოლი“ და ,, მეტრო სითი”, ამცრელი ჯგუფები განთავსდა და მოქალაქეების სინოფარმის ვაქცინით აცრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცის  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

 უწყების ინფორმაციით, იმისათვის, რომ იმუნიზაციის პროცესი ვაქცინის მსურველებისთვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და გამარტივებული იყოს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მოქალაქეები ყოველდღიურად, 10-დან 18 საათის განმავლობაში, შეძლებენ ორივე ლოკაციაზე მიიღონ სრულფასოვანი სერვისი.

მათივე ცნობით, პროცესს ადგილზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო.

,,იმუნიზაციის პროცესის გაფართოების მიზნით, ვაქცინაცია დავვიწყეთ სამედიცინო დაწესებულებების გაერეთაც. კერძოდ, ორ სავაჭრო მოლსი გაიხსნა 2 ამცრელი პუნქტი, სადაც ოპერირებს თითო ამცრელი ბრიგადა, თუმცა მომართვიანობის მიხედვით, გაიზრდება ამცრელი ბრიგადების და სივრცეების რაოდენობაც. დღეის მდგომარეობით ყოველდღიურად უკვე 2000-მდე ვაქცინა ტარდება, რაც არის შედარებით კარგი ციფრი ვიდრე გვქონდა წინა დღეებში, თუმცა სამიზნე მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, საშუალოდ 2 500. რაც შეეხება იმუნიზაციის შემდგომ გაფართოებას, 1 აგვისტოდან ვგეგმავთ ასევე ჩინური წამოების ,,სინოვაკით” და ,,სინოფარმით“ ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში. პირველ ეტაპზე 7 ამბულატორია ჩაერთვება, მომდევნო პერიოდში პროცესი უფრო გაფართოვდება და მოვიცავთ პირველადი ჯანდაცვის ყველა ცენტრს. ასევე გაფართოვდება ფაიზერით ვაქცინაცია, დღეს ადმინისტრირებადი 19 ბრიგადის გარდა დაგვემატება 10 ამცრელი ბრიგადა და სულ 30 ამდე ბრიგადის მიერ მოხდება ვაქცინაცია. იმუნიზაციის პროცესის გაფართოების ძირითადი მიზანი გახლავთ ის ,რომ ყველა მოქალაქემ აირჩიოს სასურველი ვაქცინა, სასურველი სამედიცინო დაწესებულება და მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჯავშანი, მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც მიიღებს სერვისს. მითუმეტეს აი ამ მოლებში, ეს გახლავთ ,,მეტრო სითის“ და ,,გუდვილის“ სავაჭრო ცენტრები, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ ჯავშნის გარეშე და პროტოკოლის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩაიტარონ ვაქცინაცია -აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 1844-მა მსურველმა ჩაიტარა. აქედან: ფაიზერით აიცრა 1154 პირი, ასტრაზენეკით 80, სინოვაკით 20, სინოფარმით 590. ჯამში, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს.

დღეს აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 378 მოქალაქეს, გამოჯანმრთელდა - 129 პაციენტი.

ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მინიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს.”– ნათქვაია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics