09:58 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 13:31:39, 690 ნახვა

საზოგადოება
შვედეთში, სადაც „ლოქდაუნი“ არ შემოუღიათ, სიკვდილიანობა ნულს გაუტოლდა

შვედეთში, რომელშიც COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან, პრაქტიკულად არანაირი ზომები არ მიუღიათ, ბოლო 5 დღის მონაცემებით, სიკვდილიანობა ნულს შეადგენს. ბოლო თვეების ახალი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობაც  აგრეთვე მკვეთრად შემცირებულია.
შეგახსენებთ, რომ შვედეთი 2019-2020 წლებში პანდემიის დროს სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანმოს მხრიდან კრიტიკის მიზანი არაერთხელ გამხდარა. ამ შენიშვნების მიუხედავად, შვედეთში არჩარევის პოლიტიკა როგორც ჩანს ამართლებს, რასაც ვერ ვიტყვით იმ ქვეყნებზე, სადაც მკაცრი ლოქდაუნი და ე.წ წერტილოვანი შეზღუდვები იქნა შემოღებული. 
პანდემიის დაწყებისას, ქვეყანაში შემუშავებულიქნა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის და ეკონომიკის საკეთილდღეოდ, "ლოქდაუნი" და ე.წ წერტილოვანი შეზღუდვები გამოირიცხა.
შვედმა პოლიტიკოსებმა და ექიმებმა წამოიწყეს უამრავი საგანმანათლებლო, გაცნობითი სამუშაოები, თუ რის წინაშე აღმოჩნდება საზოგადოება და როგორც ჩანს, ამ გეგმამ გაამართლა-დღეის მონაცემებით, ტესტირების შედეგად შვედეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
შვედეთში, მისი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ყველა დაწესებულება, სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებენ, არ იზღუდება მასიური თავშეყრები, არ არის შემოღებული პირბადის ტარების მოთხოვნა (არც ღია და არც დახურულ სივრცეებში).
ჯერ კიდევ 2019 წელს შვედეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ არ არის ცნობილი გაამართლებს თუ არა ახვა ქვეყნებში შემოღებული "ლოქდაუნი", მეტიც-შვედმა ფსიქოლოგებმა 2019 წელს ივარაუდეს, რომ მკაცრი შეზღუდვები ადამიანის ფსიქიკაზე დიდ ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებდა.
შეგახსენებთ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მეზობლებთან შედარებით შვედეთში ბევრად ნაკლები უკვე 2020 წლის ბოლოს იყო. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბევრად ნაკლებად დაზარალდა, ვიდრე "ჩაკეტვების მომხრე" ქვეყნების ეკონომიკები. 

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics