09:59 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 12:03:00, 332 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან, მოქალაქეებს შემოსავლების სამსახურის განახლებული ისანი–სამგორის სერვისცენტრი მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 26 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება განახლებული ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი, (მისამართზე: გულუას ქუჩა № 4). 

უწყების ცნობით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მუშაობა დროებით შეჩერებულია. მოქალაქეებს სასურველი მომსახურების მიღება, შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა I შესახვევი #2 ან ისარგებლებენ მოძრავი სერვისცენტრის -  RS CAR-ის მომსახურებით, რომელიც განთავსებულია ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

,,აქვე გაცნობებთ, რომ  შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299  (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში,  ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის სერვისცენტრი  გადასახადის გადამხდელებს  09:00- საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics