12:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-24 10:47:04, 645 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო

საქართველომ ლიეტუვასგან „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 24 ივლისს ჩამოვიდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის იქნა გამოყოფილი.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას მთავრობას ვაქცინებისთვის სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

„ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, ასტრაზენეკას ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერს ზალკალიანი „ტვიტერში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics