12:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 15:13:04, 576 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ახალი ელექტრონული მართვის სისტემა დაინერგა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, დაინერგა მალფუჭებად ტვირთებზე ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის ახალი სისტემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს  საპატრულო პოლიციის, პატრულ ინსპექტორებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულ რეჟიმში გადაამოწმონ და მოიძიონ ინფორმაცია კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მიერ, მალფუჭებად/პრიორიტეტული ტვირთის (ხილის, ბოსტნეულის და ა.შ.) არსებობის თაობაზე და უზრუნველყონ მათი შეუფერხებელი გადაადგილება.  

მათივე ინფორმაციით,  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან, კერძოდ: დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა/სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით. მათ ასევე, აქვთ შესაძლებლობა კახეთში, რეგიონიდან გაუსვლელად (მათ შორის გურჯაანში) "ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, მიიღონ წარმოშობის სერტიფიკატი ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

,,აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის მონაცემებით, მებაჟე-ოფიცრების მიერ, ხილის ექსპორტზე სულ გაფორმებულია 2064 საბაჟო დეკლარაცია, მათ შორის ქალაქ გურჯაანში - 713. ამავე პერიოდში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემულია - 1136  წარმოშობის სერტიფიკატი (ქართული ხილის ექსპორტზე), საიდანაც 740 გაცემულია გურჯაანში, დროებით განთავსებულ საბაჟო გაფორმების ორგანოში. 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი  და საჭირო დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან შეიძლება წარდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით. ატვირთვის დროს თუ გადამხდელის მიერ, მითითებული იქნება მალფუჭებადი/პრიორიტეტული  (მაგალითად: ხილის/ბოსტნეულის შემთხვევაში) საქონელი, ტვირთი მოხვდება პრიორიტეტულ რიგში, მებაჟე ოფიცრის მიერ უმოკლეს ვადაში გაიცემა წარმოშობის სერტიფიკატი და მოხდება გადამხდელის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.
აქვე, გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს საბაჟო კონტროლის ზონებში, 24 საათიან რეჟიმში გასცემს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელია: 
ა) ანალიზისათვის ნიმუშის აღება; 
ბ) დამუშავება.
ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელების საფუძველზე, იმპორტიორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული მოთხოვნების გათვალისწინებით.
ქართული წარმოშობის საქონელი ევროკავშირში,  თურქეთის რესპუბლიკაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, EFTA-ს სახელმწიფოებსა (ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია) და გაერთიანებულ სამეფოში იმპორტისას ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით (პრეფერენციით) საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენისას.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics