11:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 16:10:04, 545 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს  შეხვდა.

მხარეებმა  პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე, გაწერის კრიტერიუმებზე, პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე იმსჯელეს.  განიხილეს ქვეყანაში  არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება , ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„შეხვედრაზე პაციენტების კლინიკურ მიმდინარეობასა და პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკაზე ვისაუბრეთ.  სამედიცინო სექტორის მზაობა მკურნალობის ხარისხს  კიდევ უფრო გააუმჯობესებს.  გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო პერსონალის აცრასაც. მათი ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

22 ივლისის  მონაცემებით საქართველოში 383 339  აცრაა ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics