12:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 14:34:57, 933 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში „თიბისის“ სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ

სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურს „თიბისის“ სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი - 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის  საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები,  სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე -  www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics