13:14 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 12:55:02, 809 ნახვა

საზოგადოება
22 ივლისს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

22 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.- ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ცნობით, დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტი ადგილობრივი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს. წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან.

„სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ექნებათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისაან მიიღონ სრული ინფორმაცია სასურველი ვაკანსიის თაობაზე და თავადაც წარმოაჩინონ საკუთარი უნარები. დამსაქმებლები კი  მოთხოვნების შესაბამისად სასურველ კანდიდატებს შეარჩევენ.

ზუგდიდის დასაქმების ფორუმი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ჩართულობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

დასაქმების ფორუმი ერთდღიანია და დადიანების სასახლის ეზოში (ღია სივრცე) ჩატარდება. მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1ა. დასაწყისი: 11.00 საათი, ხანგრძლივობა 3 საათი

დასაქმების ფორუმი პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.’’. - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 7 (შვიდი) დასაქმების ფორუმი ჩატარდა: ბათუმი - 2; ახალციხე - 1; გორი- 1; ქუთაისი - 1; თბილისი -2 (სამგორის და გლდანის რ-ი).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics