13:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 12:18:46, 333 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა კელი დეგნანთან შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხი განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო შეერთებული შტატების მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხს. განიხილეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული თემები, ასევე ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკის გახსნისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც ვიხილეთ მსოფლიოს მაგალითზე, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი - სამსახურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გამოიყენოს ეს შანსი და იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics