2021-07-17 10:05:23, 647 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება.
აქციის მთავარი ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლები არიან.
მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება.
მთავრობის გადადგომასთან ერთად აქციის მონაწილეების მოთხოვნაა დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ მოძალადეები, რომლებიც 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,