2021-07-16 14:38:20, 625 ნახვა
საზოგადოება
„ნაცმოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები პრემიერის საცხოვრებელ სახლთან აქციას მართავენ
„ნაცმოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაა.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
პრემიერის სახლთან, ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო. პოლიცია აქტივისტებს წარწერის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, წაართვეს საღებავები და დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესიკ გაზდელიანი, რომელიც წარწერა „მკვლელის“ გაკეთებას ცდილობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,