2021-07-15 23:26:02, 883 ნახვა
საზოგადოება
ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის პოსტი დატოვა
ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორის პოსტი დატოვა.
ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე.
გაიგე ამბავი - არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს.
არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!
ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს“, - წერს ვაკო ავალიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,