15:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 12:05:29, 660 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული “მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბერძენმა კოლეგამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნიკოლას პანაგიოტოპოულისმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო ისტორიული, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირები ხაზგასმით აღნიშნეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საბერძნეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ პროცესში ნატოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობისა და ღონისძიებების მიმართულებებს განსაზღვრავს, ხელი მინისტრებმა მოაწერეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics