15:28 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 10:55:31, 912 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩეხეთის კარიტასმა პულსოქსიმეტრები გადასცა

კოვიდ 19 ბრძოლის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჩეხეთის კარიტასმა პულსოქსიმეტრები გადასცა.

ჩეხეთის კარიტასი აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი განკუთვნილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებისთვის.

პულსოქსიმეტრების გადაცემა Visegrad-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია.

 ღონისძიებას ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა,   საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი თავდიშვილი ესწრებოდნენ.

„მოხარული ვარ, რომ იმ სამედიცინო ინვენტარის უზრუნველყოფა შეგვიძლია,

რომელიც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრისათვის არის საჭირო.

კოვიდპაციენტებისთვის სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა,

სამედიცინო ინტერვენციის საჭიროების ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს,“ –

განაცხადა იან ბლინკამ.


"დღეს ჩეხეთის კარიტასმა ჩვენს ცენტრს პულსოქსიმეტრები გადასცა, რომელიც სოფლის ამბულატორიებს და ექიმებს გადაეცემათ. აღნიშული მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ COVID-19-ის მართვაში. მადლობას ვუხდით ჩეხეთის კარიტასს ამ მნიშნელოვანი მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა გიორგი თავდიშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

პროექტს ჩეხეთის კარიტასი 2021 წლის იანვრიდან ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ  ჩეხეთის  კარიტასი საქართველოში,   მუდმივად თანამშრომლობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის მიმართულებით,  მათ არაერთი  წარმატებული პროექტი აქვთ  განხორციელებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics