2021-07-14 18:08:10, 931 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge-ზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დამატებითი IT ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),