2021-07-14 10:18:28, 2349 ნახვა
საზოგადოება
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! - ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - აღნიშნული მოთხოვნით, ოთხი ტელეკომპანია, მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.
კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.
ოთხივე ტელეკომპანიის ეკრანებზე ამ დროისთვის მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 ივლისს რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,