2021-07-13 12:13:57, 717 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ლექსო ლაშქარავას საქმეზე რეგულირების სააგენტოში რაიმე სახის გადაცდომა არ გამოკვეთილა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეზე რეგულირების სააგენტომ მოკლევა ჩაატარა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაცდომა არ გამოკვეთილა.
„მოკვლევა სრულად ჩატარდა იმ სამედიცინო დახმარების და ეტაპების, რაც გაკეთდა ჰოსპიტალურ დონეზე. ამ დრომდე, რაიმე სახის გადაცდომა ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა, საბოლოო დასკვნა იქნება და გავეცნობით. მე ვფიქრობ, 2-3 დღე დასჭირდება, რომ სრული სახით წარმოადგინონ დასკვნა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,