2021-07-12 19:21:53, 715 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ამასთან, მათი მოთხოვნაა უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც 5 ივლისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,