16:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 16:39:06, 1171 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე და კელი დეგნანი ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ანგარიშს დაესწრნენ

ბათუმში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. წლის ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.

,,მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია  ტურიზმის ინდუსტრია ჩვენი რეგიონისთვის, ამ ქალაქისთვის. პანდემიის მიუხედავად, მთელი 2 წლის განმავლობაში ყველა შესაბამისი ორგანიზაცია და კერძო სექტორი განსაკუთრებით ემზადებოდა ტურისტების მიღებისთვის. ჩვენ ერთიანი, კოლექტიური ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ის ნეგატიური ეფექტი და ძალიან სწრაფად დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე გვქონდა „ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 2020 წლის 25 აპრილს შეიქმნა. ალიანსი ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 29 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს.  ალიანსი მიზნად ისახავს საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

ალიანსი უკვე აქტიურად არის ჩართული და USAID- თან ერთად ტურიზმის ახალ კანონპროექტზე მუშაობს.  ტურიზმის კანონი განახლებას საჭიროებს. მნიშვნელოვანია რომ მასში ასახული იყოს ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პასუხობდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ღონისძიებას ალიანსის დამფუძნებელი და  წევრი ორგანიზაციები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, USAID  ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მმართველობის პროგრამების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics