|
2021-07-11 20:17:44, 881 ნახვა
საზოგადოება
ელისო კილაძე ღარიბაშვილს - შენი დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში სიძულვილი, მოშორდი, წადი აქედან
ირაკლი ღარიბაშვილო, პეროსნალურად მოგმართავ - გადადექი და წადი აქედან, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მკვლელი და უნდა წავიდეს. „ჩვენ მოვედით და ვართ აქ ომში, იმიტომ რომ ბიჭი მოგვიკლეს რუსთაველზე, ცემაში და საქართველოს ხელისუფლება აღარ ჰყავს. ოცნების ხელისუფლება არის მკვლელი და უნდა წავიდეს, უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას. ღარიბაშვილი უნდა გადადგეს და ჩვენ ქართული მედია ვაძლევთ მათ დროს დილამდე. დედებო, რა გაჩერებთ სახლში, მოდით რუსთაველზე, დადექით ჩვენს გვერდზე, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვჭირდება თქვენი თანადგომა. ირაკლი ღარიბაშვილო, პეროსნალურად მოგმართავ - გადადექი და წადი აქედან, მოშორდი ამ ქვეყანას შენი მარბიელი რაზმებით, შენი დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში სიძულვილი. მოშორდი, წადი აქედან, ჩვენ ვაძლევთ დროს, ხვალ დილამდე არ დავიშლებით", - განაცხადა ელისო კილაძემ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)