17:42 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 19:49:44, 747 ნახვა

საზოგადოება
​ვახო სანაია - ხვალ დილამდე მარიონეტი პრემიერი გადადგეს და მიყვეს მთელი მთავრობა

არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ პარლამენტთან სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც სანაიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ხვალ დილამდე აქვს დრო, რომ გადააყენოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან.

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს - თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო. ვიცი, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ადრე და მაქსიმუმ ხვალ დილამდე თქვენი ე.წ. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა. გადადგომა არ არის საკმარისი, ჩემს უკან არის ბანერი, რომელსაც აწერია „გადადგეს და დაისაჯოს ირაკლი ღარიბაშვილი“ და საქართველოს მთავრობა, რომელმაც დედაქალაქის ცენტრში მოგვიწყო რუსული სპეცოპერაცია და შეიწირა ჩვენი კოლეგა. ეს იყო მკვლელობა, რუსეთიდან დაფინანსებული ძალები, საპატრიარქოს ორგანიზებული ძალები, რომლებიც არიან შეთამაშებული და თანამშრომლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან, უნდა დაისაჯონ.

ჩვენ არ ვართ მხოლოდ 53, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ შეიძლება დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვეშინია თქვენი და იყო ყოველთვის მოწოდება „ნუ მომკლავ“ - დღეს გვაქვს მოწოდება „ვერ მოგვკლავ“, რადგან ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს საფიქრალად აქვს დილამდე. ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და ის უნდა წავიდეს.

ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის“, - განაცხადა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics