17:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 18:13:34, 688 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტო კლინიკაში ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს შეისწავლის

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ნიუ-ჰოსპიტალსში“ ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს "ტვ პირველის" ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა "ნიუ-ჰოსპიტალსში" ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.

სააგენტოს სპეციალისტების და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics