|
2021-07-11 17:37:26, 928 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ლომჯარია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. „ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა 5-6 ივლისს, ამ ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, იდეოლოგები, რომლებიც არ მალავდნენ აღნიშნულს. ამის დასტურია მათი არაერთი განცხადება, როგორც საკუთარი მედიასაშუალებების, ასევე საჯარო ადგილებში, როდესაც ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ საკუთარ მომხრეებს, ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე. მოვუწოდებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები. სისხლის სამართლის კოდექსში ასევე არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც მათ გამოიყენეს ერთ-ერთი პოლიტიკური პირის მიმართ და შეუძლიათ ახლა გამოიყენონ ეს მუხლი, რაც გულისხმობს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ძალადობა იყო კარგად ორგანიზებული კოორდინირებული, მათ ჰყავდათ იდეოლოგები, წამქეზებლები და ჩვენ ვნახეთ ადგილზე ეს მოწოდებები და მოვუწოდებ მათ დაუყოვნებლივ დაიწყონ ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ლექსო სწორედ ამ ორგანიზებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)