|
2021-07-10 11:46:39, 444 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ქართული რძის ხარისხის ნიშნის - „ქართული რძე“ შექმნის მხარდაჭერისთვის. ხარისხის ნიშანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად განასხვავოს, პროდუქცია ნედლი რძისგან არის დამზადებული თუ აღდგენილისგან. „რძის სექტორი დიდი როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში. სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რძის ტექნიკურმა რეგლამენტმა რძის პროდუქტებისადმი საიმედოობის საკითხი აბსოლუტურად შეცვალა. რეგლამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უვნებელი პროდუქციის მიღების თვალსაზრისით. ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე საშუალო და პატარა მწარმოებლებს აერთიანებთ ხარისხის სავაჭრო ნიშანი; ამ მეწარმეების უკან კი, ათასობოთ ფერმერია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, გაერთიანებებს; მნიშვნელოვანია ხარისხის ნიშნების წახალისებაც, რაც სამინისტროს პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, როგორც ნედლი რძისგან ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, იმპორტჩანაცვლებაზე მუშაობა. „ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ათეული წარმატებული რძის გადამამუშავებელი მეწარმის ხილვა უტყუარი დადასტურებაა დარგის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის. ახლა მნიშვნელოვანია, როგორც ნედლი რძისგან ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, იმპორტჩანაცვლებაზე მუშაობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანიც ესწრებოდა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართული რძის დღე მიულოცა და ხარისხის ნიშნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, „საქართველოს ბიზნესინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სწორედ „საქართველოს ბიზნესინსტიტუტია“ ქართული რძის ნიშნის გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ორგანიზაცია. ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის გარდა, ღონისძიების მიზანი HACCP-ის მფლობელი რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რესტორნების, კაფეების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა შეხვედრის და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)