18:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 15:33:59, 668 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება.

მისი თქმით, თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრების საკითხს განიხილავს.

„შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ წესები და რეკომენდაციები, თუ არ გვინდა რომ შეზღუდვები დაწესდეს კვლავ. ეს რეკომენდაციები გახლავთ ის 5 წესი, რასაც ხშირად ვასახელებთ. შიდა სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია. თუ გარე სივრცეში ხდება დიდი თავშეყრა, აუცილებელია პირბადის გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია მოვერიდოთ დიდ თავშეყრებს.

საკოორდინაციოზე აუცილებლად გავაჟღერებთ, რომ კონფერენციებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე მხოლოდ დაუშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის „ქართული ველოსიპედი“, ბევრ ქვეყანაში ეს ხორციელდება. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, აქტიურად იქნება ვაქცინაცია, მაშინ არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება. თუ შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა ნახტომისებურად, მაშინ, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics