18:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 11:33:57, 563 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ  დირექტორს ალანა არმიტაჯის შეხვდა.

მხარეებმა  დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებასა  და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოებაც.

მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორს  ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 “გაეროს  მოსახლეობის ფონდი დიდ დახმარებას გვიწევს, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ასევე დედათა და ბავშვთა სერვისების განვითარების საკითხებშიც. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც რეპროდუქციული უფლებების რეალიზებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუქციული სერვისების გაუმჯობესების ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონებისთვის გაკეთდა“,-ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

„განვიხილეთ გაეროს მოსახლეობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა. ვისაუბრეთ  დედათა და  ბავშვთა  ჯანმრთელობის საკითხებზე.  ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. მინდა ავღნიშნო, რომ  საქართველოს ბევრი მიმართულებით აქვს პროგრესი“,-ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა  დირექტორმა ალანა არმიტაჯიმ განაცხადა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია , გაეროს მოსახლეობის ფონდის  წარმომადგენელი თურქეთში  და საქართველოს ოფისის დირექტორი ჰასან მოჰტაშამი და  გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე  ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics