|
2021-07-08 13:29:05, 420 ნახვა
საზოგადოება
ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ჩანაცვლდება
ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა. მინდა, დადასტურებულად გითხრათ, რომ პირველი ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც უნდა დასრულებულიყო ჩვენ მიერ შეძენილი 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვა. კომპანიამ ეს მიკროავტობუსები გამოისყიდა იმ ღირებულებით, რა ღირებულებითაც ჩვენ შევიძინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი და კომპანია ჯამში კიდევ 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდიან. „მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთ მიკროავტობუსები. კომპანიას აქვს ვალდებულება, შეიძინოს დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი. საერთო ჯამში, ეს ახალი შესყიდვა არის 700 ერთეული. 300 უკვე ნაყიდი გვყავს და ჯამში, 1000 მიკროავტობუსი წლის ბოლოდან უკვე მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. წლის ბოლოდან ქალაქში აღარ იმოძრავებს არცერთი ძველი, ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა ადამიანებისთვის, თუნდაც თავისი გამონაბოლქვით. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი, რომელიც ძალიან დიდი იყო ჰაერის დაბინძურებაში, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)