18:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 13:02:34, 294 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში საზოგადოებრივი ცენტრები შენდება

თბილისის ორ დიდ რაიონში, ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამგორის რაიონის ობიექტზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, თბილისის მერია ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს გამოაცხადებს.

„შპს „ალიანსს“ სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადად  610 კალენდარული დღე, დასრულების თარიღად კი 2021 წლის 17 ივნისი განესაზღვრა. აღნიშნულ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25% - დაახლოებით, სამი მილიონი ლარი, რათა მოეხდინა მობილიზება და შეკვეთა წინასწარ გაეკეთებინა. პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა, მან ვერ შეძლო სამუშაოები დროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ იქნა გამოყენებული  საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, სამუშაოების ღირებულების 28%-ია ათვისებული. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ეს ყოველივე მოწმობს, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა,  კეთილსინდისიერი კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics