18:48 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 23:37:48, 623 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომიტეტის რიგირთ მე-3 შეხვედრას უმასპინძლა

7 ივლისს, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი ეწვია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა დახვდა.

ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-3 შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გლობალური პანდემიის პირობებში,  ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების განსაკუთრებულ წვლილს, ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ამასთან, საუბარი შეეხო, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რკინიგზით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის პირობები და სხვა.

ლევან კაკავას თქმით,  საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციის პროცესში, აუცილებელია ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში მიმდინარეობდეს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას,  როგორც საბაჟო გამშვებ პუნქტებში, ასევე  გაფორმების ეკონომიკურ ზონებში.

,,საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მიღებულ მონაცემთა ურთიერთგაცვლა, რომლის შედეგად კერძო სექტორისთვის გამარტივდება  და დაჩქარდება საბაჟო პროცედურები. ჩვენ ადმინისტრაციებს შორის ყოველთვის იყო სამაგალითო თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს საერთო მიზნების დროულად გამოკვეთას და მათ შედეგიან შესრულებას“,-  განაცხადა ლევან კაკავამ.

ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და რიზა თუნა თურაგაიმ,  ხელი მოაწერეს „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“.

გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტმენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების სხვა წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ რიზა თუნა თურაგაიმ ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერა და წინასწარი დეკლარირებისა და ტვირთების განბაჟების პროცედურებს ადგილზე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics