2021-07-07 22:27:30, 538 ნახვა
საზოგადოება
გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მრავალკილომეტრიანი საცობებია
გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მრავალკილომეტრიანი საცობებია. მიზეზი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლაა. გზის გაწმენდის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რის შემდეგაც გაგრძელდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი სამუშაოები. ამ დროისთვის მიწის ნაშალისაგან გზა გაწმენდილია და საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ბეტონის ბლოკებისაგან გზის დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები.
დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო გომი-საჩხერე- ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.

ავტორი: ექსპრესნიუსი,