2021-07-05 17:28:30, 544 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს განცხადებით, ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს
საქართველოს საპატრიარქო თბილისში განვითარებულ დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს.
„კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,