20:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 15:37:25, 550 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყონებლივ დაიწყონ გავრცელებული ვიდოემასალის გაშიფრვა და იდენტიფიცრება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თბილისში განვითარებულ დღევანდელ მოვლ;ენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით წინა წლებში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

„დღეს ძალიან მძიმე მოვლენების თვითმხილველები გავხდით. პირველ რიგში, მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა ადგილზე გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთეს უარესი მოვლენების განვითარებას. დღეს ჟურნალისტებმა ძალადობრივი მოვლენების დოკუმენტირება მოახდინეს. მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყონებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდოემასალის გაშიფრვა, იდენტიფიცრება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირების და სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემისთვის.

ასევე მინდა ვთქვა, რომ წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში მსგავსი ძალადობრივი ფაქტები, სიძულვილით მოტივირებული და ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები რჩებოდა დაუსჯელი და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღეს დღევანდელი ქმედებები“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად.

„ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც და დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრვ ქმედებებს და დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები საკუთრების და მოქალაქეების წინააღმდეგ.

შესაბამისად, განცხადებები, როდესაც ძალადობრივ ჯგუფებს უფლებრივად ათანაბრებ მშვიდობიან მოქალაქეებთან ეს არის აპრიორი არასწორი და კიდევ ერთხელ არის დამატებითი წახალისება ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ. ასევე არასწორი იყო პოლიტიკური სარჩულის მიკერება და დაკავშირება პრაიდის გეგმებთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა ძალადობრივი ფონი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics