20:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 14:30:54, 923 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება დაამტკიცა

დადგენილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და მიზნად ისახავს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პირობებისა და პროცედურების დეტალურ სამართლებრივ რეგლამენტაციას.

„დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ 2 მნიშნელოვანი რეგულაცია, რომელიც აკვაკულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს - ეს არის ექსტენციური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და, ზოგადად, ტექნიკური რეგლამენტი. რაც საშუალებას მისცემს ინვესტორებს და არსებულ მეურნეობებს, რომ მდგრად პირობებში წარმართონ ამ მიმართულების განვითარება. ჩვენ სამოქმედო გეგმაში აღნიშნული იყო, რომ მდგრადი აკვაკულტურის წარმოების პირობებში, ქვეყანა, 10 წლიან პერსპექტივაში, მინიმუმ გაასამმაგებს და 20 000 ტონაზე მეტი აკვაკულტურის პროდუქტის წარმოებას შეძლებს. ეს არის დეტალური შეფასება, რომელიც გვაქვს წყალსატევებში, ისე მარიკულტურის ობიექტების სწორად მოწყობის პირობებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ექსტენსიური აკვაკულტურა არის ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა.

ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დადგენილება ითვალისწინებს ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობის წესის განსაზღვრას, ასევე სანებართვო პირობებს. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნულ ნებართვას, აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს.

დადგენილიების დამტკიცების შედეგად დადგინდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი, რაც შესაბამისად, ხელს შეუწყობს აკვაკულტურის სფეროს შემდგომ განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics