2021-07-05 13:27:22, 668 ნახვა
საზოგადოება
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტქ+ დროშა დაწვეს
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები ახვლედიანის ქუჩაზე, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მივიდნენ. ისინი ოფისში შეჭრას აივნიდან ცდილობენ.
ჰომოფობურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ადგილზე ლგბტქ+ დროშა დაწვეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან