|
2021-07-05 12:02:22, 619 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი 204 ჰექტარზეა გაშენებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახლადგაშენებული ბლის ბაღი დაათვალიერეს. „პროგრამა „დანერგე მომავალი” სტრატეგიული მნიშვნელობისაა მეხილეობის განვითარებისთვის და განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს. პროგრამაში მრავალი ფერმერია ჩართული და, ყოველწლიურად, სულ უფრო პოპულარული ხდება. წელსაც ფერმერების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობაა; შვიდი ათასზე მეტი კონტრაქტია გეგმაში, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. კომპანიის „ჩერი.ჯე” ბლის ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გაშენებული და რაც ძალიან სასიხარულოა, მათ ქართული წარმოების სარწყავი სისტემები აქვთ, ასევე, ადგილზე დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ბეტონის ბოძები, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში იწარმოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი შპს „ჩერი.ჯემ“ 11 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 112,000 ლარია; ჭაბურღილის მოსაწყობად, კომპანიამ 18,000 ლარის დაფინანსება მიიღო. „ჩერი.ჯე“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია; ბლის ბაღის გაშენებისთვის, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს აჭარბებს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 12.9 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 81.1 მილიონ ლარს აჭარბებს.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)