|
2021-07-05 12:01:13, 800 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგეტო კვალიფიციური სანდო მომსახურების გამცემი ორგანიზაციაა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარე წელს წარმატებით გაიარა აუდიტი საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში და ქვეყანაში კვალიფიციური სანდო მომსახურების გამცემ ორგანიზაციად განისაზღვრა. აღნიშნული მომსახურების მიწოდებისას მოქმედებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს რეგულაციებით. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2018 წლიდან ადმინისტრაციულ ორგანოებს, მოქალაქეებსა და ბიზნესს სანდო კვალიფიციურ ელექტრონულ სერვისებს სთავაზობს. კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარებას და დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას. მათი გამოყენება ელექტრონულ დოკუმენტზე მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება. დამატებითი ინფორმაცია - კანონის შესაბამისად, თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას საჭიროებს, სავალდებულოა ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უტყუარად ადასტურებს ხელმომწერის ვინაობას და უზრუნველყოფს ხელმოწერილი დოკუმენტის მანიპულაციისაგან დაცვას – შეუძლებელია მასში რაიმე ცვლილების შეუმჩნევლად შეტანა. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა სრულდება მხოლოდ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს/ორგანიზაციებს შეუძლიათ, ელექტრონული სანდო სერვისით დამოწმებული დოკუმენტის სახლიდან გაუსვლელად, პორტალიდან (www.sda.gov.ge) ჩამოტვირთვა, ასევე, იმავე დოკუმენტის ელექტრონულად გადაგზავნა მიმღებთან, დამატებითი დამოწმების გარეშე.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)