2021-07-05 11:29:07, 661 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან გაშლილი კარვები დაშალეს
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ბაღიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი დღეს ღირსების მარშის ჩატარებას, არ დაუშვებენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან