22:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 22:51:27, 667 ნახვა

საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება

„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს ღირსების მარშს შეუერთდება.

ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ღირსების მარშის მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა.

ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები. ე

ს არა მხოლოდ ამ უმცირესობების, არამედ თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პუტინისტურია და საქართველოში რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა, დროულად შეზღუდოს ისინი“,-  წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics