2021-07-03 16:35:49, 716 ნახვა
საზოგადოება
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარია.
მესაზღვეებმა დაკვამლიანება იმავე ტერიტორიაზე შენიშნეს, სადაც რამდენიმე დღის წინ ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.
მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი სამი დღის წინაც გაჩნდა. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩაქრობა ცოცხალი ძალის დახმარებით მოხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,