2021-07-03 12:23:44, 859 ნახვა
საზოგადოება
ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა გუშინ, 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა.
მოზარდი ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ცხედარი ტბიდან მაშველებმა გამოიყვანეს. არასრულწლოვანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,