|
2021-07-02 10:38:19, 372 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2021 წლის ანგარიშს ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2021 წლის ანგარიშს ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა. 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო, მიუხედავად „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიისა და სირთულეებისა, აგრძელებს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – 4-სკალიანი რეიტინგული სისტემით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს. "ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების - ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის - გვერდითაა. საქართველო წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (EAP), რომელიც პირველ საფეხურზე იკავებს ადგილს. აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში დადებითად შეფასდა: ➢ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიღება; ➢ ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით შექმნილი ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება; ➢ ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით, აგრეთვე, დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა გამოვლენისა და დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა; ➢ ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება. აშშ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს ტრეფიკინგის თემაზე, რაც განკუთვნილია მიუსაფარ ბავშვთა იდენტიფიცირებაზე მომუშავე მობილური ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს არასრულწლოვნებში ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის გაძლიერებას. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ისიც, რომ სახელმწიფო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს – პირადობისა და დაბადების მოწმობებს. აშშ დადებითად აფასებს, ასევე, შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნასა და შრომითი უფლებების, მათ შორის, ტრეფიკინგის გამოვლენის მიმართულებით სამსახურის უფლებამოსილებას გაზრდას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლესი ქულით შეფასებული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში აშშ-ის საელჩო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)