2021-07-01 21:46:41, 661 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს
პოლიციის თანამშრომლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს ცოცხალი ჯაჭვი და დერეფანი გაუკეთეს, რისი დახმარებითაც მათ ტერიტორიის დატოვება შეძლეს.
პრაიდის მოწინააღდეგეებმა პოლიციელებისა და ორგანიზატორების მისამართით წყლის ბოთლები ისროლეს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც - დაკავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ოფიციალური ინფორმაციით კი, ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსით დაკავებულია 12 პირი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,